თავში

სავარაუდოდ მოწამლული რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი კომაშია

სავარაუდოდ მოწამლული რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი კომაშია
სავარაუდოდ მოწამლული რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი კომაშია

რუსი ოპოზიციონერი, „კორუფციასთან ბრძოლის ფონდის“ ხელმძღვანელი ალექსეი ნავალნი ქალაქ ომსკის საავადმყოფოში, უგონო მდგომარეობაში, მართვით სუნთქვაზეა შეერთებული. ფონდის პრესმდივნის, კირა იარმიშის განცხადებით ნავალნი მოწამლეს. პოლიტიკოსის პრეს-სპიკერი კირა იარმუში "ტვიტერზე" წერს, რომ საწამლავი ნავალნის ჩაიში იყო შერეული, რადგან მას დილით სხვა არაფერი მიუღია.

დღეს დილით, ომსკიდან მოსკოვში მიმავალი ნავალნი თვითმფრინავში ცუდად გახდა და ავიალაინერის სასწრაფოდ დაშვება გახდა საჭირო. ნავალნი ომსკის საავადმყოფოში ტოქსიკოლოგიურ განყოფილებაში მოათავსეს. მთავარი ექიმის ალექსანდრე მუხაროვსკის გაცხადებით, პოლიტიკოსის მდგომარეობა მძიმეა. 

ალექსეი ნავალნი ცნობილია, როგორც კორუფციის წინააღმდეგ აქტიური მებრძოლი, ის ვლადიმერ პუტინის პარტიას "კრიმინალებისა და ქურდების პარტიას" უწოდებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system