გთხოვთ, სიტყვა "დელტაკრონი" არ გამოიყენოთ - ჯანმო

"დელტაკრონი" კორონავირუსის ცალკეული შტამი ან ორი ვარიანტის კომბინაცია არ არის, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კორონავირუსთან ბრძოლის ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, მარია ვან კერკხოვემ განაცხადა.

"ცოტა გვიან, მაგრამ: გთხოვთ, ნუ გამოვიყენებთ სახელებს, როგორიცაა "დელტაკრონი", "ფლურონა" და "ფლურონი". ეს სიტყვები ნიშნავს ვირუსების/ვარიანტების კომბინაციას, ეს კი არ ხდება. "დელტაკრონი", სავარაუდოდ, თანმიმდევრობის ნიმუშის დაბინძურებაა დროს“, - აცხადებს ჯანმო-ს წარმომადგენელი.

როგორც ცნობილია, სახელი "დელტაკრონი" მას შემდეგ გაჩნდა, რაც კვიპროსელმა მეცნიერებმა კორონავირუსის შტამების, "დელტასა" და "ომიკრონის" სავარაუდო ჰიბრიდი აღმოაჩინეს. ჰიბრიდულ შტამს „დელტას“ გენომი და "ომიკრონისათვის" დამახასიათებელი დაახლოებით ათი ცვლილება აქვს.