თავში

რა არის ცნობილი "დელტაკრონის" შესახებ?

რა არის ცნობილი "დელტაკრონის" შესახებ?
რა არის ცნობილი დელტაკრონის შესახებ?

კვიპროსში  კორონავირუსის ახალი ვარიანტი აღმოაჩინეს, რომელიც "დელტა" და "ომიკრონ" შტამების მუტაციებს აერთიანებს.  Report.ge-ს ცნობით, ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.

8 იანვარს, კვიპროსის უნივერსიტეტის ბიოტექნოლოგიისა და მოლეკულური ვირუსოლოგიის ლაბორატორიის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ლეონიდოს კოსტრიკისმა განაცხადა, რომ 11 ჰოსპიტალიზებული და 14 ამბულატორიული პაციენტისგან მიღებული ბიომასალის ნიმუშებში კორონავირუსის "დელტაკრონ" შტამი დაფიქსირდა.

პროფესორის განცხადებით, ჰიბრიდულ შტამს „დელტას“ გენომი და "ომიკრონისათვის" დამახასიათებელი დაახლოებით ათი ცვლილება აქვს. 

მეცნიერთა დავის საგანი ხდება ის ფაქტი, რომ კვიპროსში, GISAID-ის საჯარო მონაცემთა ბაზაში  მთელი დროის მანძილზე  კორონავირუსის გენომის კვლევა მხოლოდ 765 ნიმუშში ჩატარდა. ამასთან, ლაბორატორიაში "ომიკრონის" შემთხვევებიც კი არ დადასტურებულა. ამის მიუხედავად, 7 იანვარს, ლაბორატორიამ  24 დეკემბერს აღებული ნიმუშების შედეგები გამოაქვეყნა. 

"სანამ უფრო გამოცდილი ლაბორატორია არ დაადასტურებს შედეგებს, სკეპტიკურად ვართ განწყობილი", - აცხადებენ მეცნიერები.

დიდი ბრიტანეთის საიმპერატორო კოლეჯის გენეტიკოსი და "ომიკრონის" ერთ-ერთი აღმომჩენი, პროფესორი ტომ პიკოკი აცხადებს, რომ "დელტაკრონ" შტამი აშკარად ლაბორატორიული შეცდომაა. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ პროფესორ ლეონიდოს კოსტრიკისის დასკვნები ლაბორატორიული დაბინძურების შედეგია.

თუმცა, ლეონიდოს კოსტრიკისმა გამოცემა Bloomberg-ს განუცხადა, რომ მის მიერ გამოვლენილი შემთხვევები „მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ ახალი მუტაცია არსებული შტამების ევოლუციის შედეგად შეიქმნა და არა  ერთი რეკომბინაციის შედეგად“.

მისი თქმით, მონაცემები სხვა ქვეყანაშიც გადამუშავდა და "დელტაკრონის" გენეტიკურ მახასიათებლებს სულ მცირე ერთი, ისრაელის ლაბორატორიაც ადასტურებს. 

”ეს დასკვნები უარყოფს განცხადებებს, თითქოს "დელტაკრონი" ტექნიკური შეცდომის შედეგია,” - განაცხადა პროფესორმა კოსტრიკისმა.

მეცნიერები აღნიშნავენ, რომ „დელტაკრონის“ მარტივად გადამდებობაზე საუბარი ჯერ ძალიან ნაადრევია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system