ჰაჯიევი: სომხეთმა შეთანხმება დაარღვია, მათ როგორ უნდა ვენდოთ?

”სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ღიად დაარღვიეს ჰუმანიტარული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების პოზიციების დასაბომბად საბრძოლო თვითმფრინავები გამოიყენეს... როგორ შეგვიძლია სომხურ მხარეს ვენდოთ?, - აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწემ, პრეზიდენტის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა, ჰიკმეთ ჰაჯიევმა განაცხადა. 

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სომხეთმა 18 ოქტომბრის ცეცხლის ჰუმანიტარული მიზნით შეწყვეტის შესახებ შეთანხმება დაარღვია. 

ცნობისთვის, გუშინ ღამით, აზერბაიჯანი და სომხეთი 18 ოქტომბრიდან ადგილობრივი დროით 00.00 საათზე დროებით ცეცხლის ჰუმანიტარული შეწყვეტის შესახებ შეთანხმდნენ.