იაპონიაში 6 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

იაპონიაში 6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი კუნძულ ჰონსიუზე, ქალაქ ტოტორიდან ჩრდილოეთით 205 კილომეტრში დაფიქსირდა.

მსხვერპლის, ზარალის ან მოსალოდნელი ცუნამის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

მანამდე, 27 იანვარს ჩრდილოეთ იაპონიაში 5,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.