იერუსალიმის აღდგომის ტაძარში წმინდა ცეცხლის გადმოსვლას ელოდებიან - LIVE

რიტუალი, რომლის დროსაც, მართლმადიდებელთა რწმენით, ზეციური ცეცხლი გადმოდის, იერუსალიმის მაცხოვრის სახელობის ტაძარში 18 აპრილს შესრულდება. 

იერუსალიმში, ქრისტეს აღდგომის ტაძარში წმინდა ცეცხლის რიტუალი დღეს შესრულდება. ცეცხლს იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი გამოიტანს.

მსოფლიოს მართლმამდიდებლური ეკლესიებიდან ქრისტეს საფლავზე მხოლოდ 15 წარმომადგენელი დაიშვება. ცეცხლის წასაღებად იერუსალიმში ჩასულ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს არ ექნებათ თვითმფრინავის დატოვების უფლება. მათ ცეცხლს თვითმფრინავში მიაწვდიან.

საქართველოში იერუსალიმიდან წმინდა ცეცხლს დღეს ჩამოიტანენ.

ცეცხლის გარდამოსვლის ცერემონიალს პირდაპირ ეთერში აჩვენებენ.