ილონ მასკი ბიტკოინებთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს

ამერიკული ავტომწარმოებელი Tesla ბიტკოინებზე ავტომობილების გაყიდვას მას შემდეგ განაახლებს, რაც კრიპტოვალუტა უფრო ეკოლოგიური გახდება. ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა, ილონ მასკმა განაცხადა.

"როდესაც გაჩნდება დადასტურება, მაინერები სუფთა წყაროებიდან მიღებული ენერგიას გონივრულად (დაახლოებით 50%) იყენებენ და ამას სამომავლო პოზიციური ტენდენცია ექნება, კომპანია Tesla ბიტკოინებით ტრანზაქციებს ისევ დაუშვებს", - დაწერა მასკმა "ტვიტერში".

ამ განცხადების შემდეგ, პირველად მაისის ბოლოდან, ბიტკოინის კურსმა $39 ათასის ნიშნულს გადააჭარბა.

ამასთან მასკმა უარყო ინფორმაცია, რომ კომპანიამ კრიპტოვალუტაში არსებული აქტივები მოიცილა. მან დააზუსტა, რომ Tesla-მ ბიტკოინების მხოლოდ 10% "ჩამოფერთხა".

ბიტკოინის ფასი მნიშვნელოვნად დაეცა 13 მაისს მას შემდეგ, რაც მასკმა განაცხადა, რომ ავტომობილების გაყიდვის ანგარიშსწორების მიზნით ბიტკოინების მიღებას წყვეტს. მისი თქმით, კრიპტოვალუტის "მაინინგი" არაეკოლოგიური გზით ხდება.