ილონ მასკი თავის უკანასკნელ სახლს ყიდის

კომპანია spaceX-ისა და Tesla-ს დამფუძნებელი, ბიზნესმენი ილონ მასკი მისი საკუთრებაში არსებულ ბოლო სახლსაც ყიდის. 

"ჩემი უკანასკნელი დარჩენილი სახლის გაყიდვა გადავწყვიტე. იგი დიდი ოჯახის საკუთრებაში უნდა გადავიდეს, რომელიც იქ იცხოვრებს. ეს განსაკუთრებული ადგილია", - დაწერა Tesla-ს დამფუძნებელმა.

1-ელ მაისს მასკმა Twitter-ზე დაწერა, რომ თითქმის მთელ თავის ქონებას ყიდის. 

"ვყიდი თითქმის მთელ ჩემს ქონებას. სახლი აღარ მექნება", - წერდა მასკი Twitter-ზე გასული წლის მაისში.

მასკმა ლოს-ანჯელესში ოთხი სახლი 62,5 მილიონ დოლარად გაყიდა.

ჟურნალისტური გამოძიების დამოუკიდებელი ორგანიზაცია ProPublica ინფორმაციას ავრცელებს, რომლის თანახმად ილონ მასკი  წლებში გადასახადებს არ იხდიდა.