თავში

ბეზოსი, მასკი და ბაფეტი გადასახადებს არ იხდიდნენ

​ბეზოსი, მასკი და ბაფეტი გადასახადებს არ იხდიდნენ
ბეზოსი, მასკი და ბაფეტი გადასახადებს არ იხდიდნენ

ჟურნალისტური გამოძიების დამოუკიდებელი ორგანიზაცია ProPublica ინფორმაციას ავრცელებს, რომლის თანახმად ჯეფ ბეზოსი, ილონ მასკი და უორენ ბაფეტი სხვადასხვა წლებში გადასახადებს არ იხდიდნენ.

ჟურნალისტებმა ბოლო 15 წლის მანძილზე საგადასახადო სამსახურის მონაცემები შეამოწმეს. აღმოჩნდა, რომ Forbes-ის სიის 25 ლიდერის მოგებამ 2014-წლიდან 2018 წლამდე პერიოდში 401 მილიარდი დოლარი შეადგინა. თუმცა ჯამში მათ ფედერალური საშემოსავლო გადასახადის სახით 13,6 მილიარდი დოლარი გადაიხადეს, ამგვარად საგადასახადო განაკვეთმა მხოლოდ 3,4% პროცენტი შეადგინა.

ორგზანიზაციის ცნობით, Tesla-ს გენერალური დირექტორი ილონ მასკი გადასახადებს 2018 წელს არ იხდიდა, Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი კი - 2007 და 2011 წლებში.

აშშ-ის საგადასახადო საამართველომ (IRS) ამ ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. უწყებაში აცხადებენ, რომ აუცილებლად უნდა დადგინდეს, საიდან გაჟონა კონფიდენციალურმა ინფორმაციამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system