ირანი ისრაელსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს დარტყმებით ემუქრება

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი არაბთა გაერთიანებული საამიროების ქალაქ დუბაისა და ისრაელის ხაიფაზაზე დარტყმებით იმუქრება. ამის შესახებ CNN კორპუსის ტელეგრამ-არხზე დაყრდნობით წერს.

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი ისრაელს სულეიმანის მკვლელობის თანამონაწილედ თვლის.

"ამ დანაშაულის ფარგლებში ჩვენ ისრაელს აშშ-სგან განცალკევებულად არ განვიხილავთ", - ნათქვამია განცხადებაში. 

განხადებას ავრცელებს ირანის უზენაესი ლიდერი ალი ჰამენეიც. დაუთარიღებელ ვიდეოში, რომელიც ნახევრადოფიციალურ Fars News -მა გამოაქვეყნა, ირანის უზენაესი ლიდერი ხალხის დიდი მასის წინაშე გამოდის და აცხადებს, რომ აშშ-მა შეიძლება ავნოს ირანს, მაგრამ ამით ის თავის თავს უფრო მეტად ავნებს.

“ობამას პრეზიდენტობის დროს მე ვთქვი, რომ გადათელვის დრო წავიდა. თუ შენ დაარტყამ, საპასუხო დარტყმას მიიღებ, – აცხადებს აიათოლა ალი ჰამენეი.

წუხელ, ჩვენ მათ სახეში სილა გავაწანით, - ამ სიტყვებით მიმართა ირანის სულიერმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ ირანელ მოსახლეობას. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

BBC-ის ინფორმაციით, ჰამენეიმ სიტყვით გამოსვლისას ირანის მიერ ერაყში ამერიკის შეერთებული შტატების ბაზებზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შესახებ ისაუბრა.

მოსახლეობამ მას უპასუხა ფრაზით: „სიკვდილი ამერიკას“.

ჰამენეიმ აღნიშნა, რომ როდესაც საქმე კონფრონტაციას ეხება, ამგვარი სამხედრო მოქმედება საკმარისი არ არის.

„მნიშვნელოვანი არის ის, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მავნე ყოფნა აქ უნდა დასრულდეს“, - განაცხადა ირანის სულიერმა ლიდერმა.

ირანმა ერაყში ამერიკულ ბაზებზე სარაკეტო იერიში მიიტანა.