იტალაიში კორონავირუსით 24 საათში 525 ადამიანი გარდაიცვალა

იტალიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 3,786 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის ქვეყანაში ვირუსის გავრცელების 168,941 შემთხვევაა დაფიქსირებული.

ბოლო დღე-ღამეში 525 ადამიანი დაიღუპა, 53-ით უფრო ნაკლები, ვიდრე წინა დღეს. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 22,170-ს მიაღწია. 

კორონავირუსისგან კიდევ 2,072 პაციენტი განიკურნა, რითაც გამოჯანმრთლებულთა რაოდენობა 40,164-მდე გაიზარდა.

ევროკომისიის პრეზიდენტმა იტალიას დახმარების დროულად აღმოჩენაზე უარის თქმის გამო, ევროპის სახელით ბოდიში მოუხადა.