თავში

ევროკომისიის პრეზიდენტი: ევროპა იტალიას ბოდიშს უხდის

ევროკომისიის პრეზიდენტი: ევროპა იტალიას ბოდიშს უხდის
ევროკომისიის პრეზიდენტი: ევროპა იტალიას ბოდიშს უხდის

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროპას იტალიის მიმართ ”გულწრფელი ბოდიში” მართებს, იმის გამო, რომ, კორონავირუსის ეპიდემიის დროს მის გვერდით არ დადგა. ამის შესახებ ინფორმაციას ANSA ავრცელებს.

"თავდაპირველად, როდესაც იტალიას დახმარება სჭირდებოდა ძალიან ბევრმა ქვეყაანმ მას დახმარების ხელი არ გაუწოდა. დიახ, ამისათვის ევროპას გულწრფელი ბოდიში აქვს მოსახდელი", - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. მან ასევე აღნიშნა, რომ ევროპა "მსოფლიო სოლიდარობი მფეთქავ გულს" წარმოადგენს.

"გერმანია ესპანეთს ვენტილატორებს აწვდის, ჩეხეთის რესპუბლიკა კორონავირუსით ინფიცირებული ფრანგი პაციეტებისთვის საავადმყოფოებს ხსნის, იტალიელი პაციენტების გადასარჩენად პოლონელი და რუმინელი ექიმები იბრძვიან", - დასძინა ევროკომისიის პრეზიდენტმა. თუმცა, აქვე აღნიშნა, რომ იტალიის თავდაპირველი დახმარების თხოვნას არცერთმა ევროპულმა ქვეყანამ უპასუხა. 

მარტის შუა რიცხვებში ჩატარებული გამოკითხვების თანახმად, იტალიელთა 88%-ის აზრით, ევროპა იტალაის ახალი კორონავირუსით წინააღმდეს საბრძოლველად მხარს არ უჭერდა.

23 აპრილს ევროკავშირის ლიდერების შეხვედრა გაიმართება, სადაც ისინი კრიზისიდან გამოსვლის საერთო გზებსა და ეკონომიკის აღდგენის გეგმებს განიხილავენ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system