იტალიაში კორონავირუსის გამო 10 ქალაქი ჩაკეტეს

ახალი ტიპის კორონავირუსის გავრცელების გამო, იტალიაში 10 ქალაქი ჩაკეტეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. 

ქვეყნის პრემიერ მინისტრმა ჯუსეპე კონტემ მოქალაქეებს საგანგებო სიტუაციაში სამოქმედო გეგმა გააცნო. ქალაქებში: კაზალპუსტერლენგო, კოდონო, მალეო, ბერტონიკო, ტერანოვა დეი პასერინი, კასტელჯერუნდო, სან ფიორანო, კასტილიონე დ’ადდა და ფომბი დახურულია სკოლები, ბაღები, სავაჭრო ობიექტები და სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები. ხელისუფლება მოუწოდებს მოსახლეობას, არ არ დატოვონ საცხოვრებელი სახლები. 

შეზღუდვები, ამ ეტაპზე, ქვეყნის ჩრდილოეთით მცხოვრებ 50 000 მოქალაქეს შეეხო. 

ეს ზომები იტალიის ხელისუფლებამ მას შემდეგ მიიღო, რაც ქვეყანაში კორონავირუსით ადამიანის გარდაცვალების ორი ფაქტი დაფიქსირდა. ამ დროისათვის იტალიაში ინფიცირებულთა რაოდენობა 62-მდეა გაზრდილი.