თავში

იტალიაში კორონავირუსით ორი ადამიანი გარდაიცვალა

იტალიაში კორონავირუსით ორი ადამიანი გარდაიცვალა
იტალიაში კორონავირუსით ორი ადამიანი გარდაიცვალა

იტალიაში კორონავირუსით ინფიცირებული მეორე პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ სააგენტო JPost ჯანდაცვის წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.

სააგენტოს ცნობით, გარდაცვლილია ლომბარდიის რეგიონში მცხოვრები ქალი. ადგილობრივი მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რეგიონში ახალი ტიპის კორონავირუსი - COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 29-ს მიაღწია.

ეს ევროპის ტერიტორიაზე კორონავირუსით გარდაცვალების მესამე შემთხვევაა. შეგახსენებთ, დღეს დილით გავრცელდა ინფორმაცია, იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილი პირველი პაციენტის შესახებ. დაღუპული ქალაქ პედუას მკვიდრი, 78 წლის მამაკაცია. მანამდე, ახალი ტიპის კორონავირუსით საფრანგეთში 80 წლის ჩინელი ტურისტი დაიღუპა.

ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი მცირდება. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კორონავირუსის 397 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც, წინა დღესთან შედარებით, გაცილებით მცირე რაოდენობაა (889).

მართალია, ჩინეთში ვირუსი ისე სწრაფად აღარ ვრცელდება, თუმცა, დაინფიცირებულთა რიცხვი იზრდება სხვა ქვეყნებში. სიტუაცია დამძიმდა სამხრეთ კორეაში, იტალიაში, ირანსა და ლიბანში. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ქვეყნებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ ვირუსის გავრცელების თავიდან არიდების შესაძლებლობები მცირდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system