თავში

კორონავირუსის შემთხვევები ჩინეთში მცირდება თუმცა, სხვა ქვეყნებში იზრდება

კორონავირუსის შემთხვევები ჩინეთში მცირდება თუმცა, სხვა ქვეყნებში იზრდე
კორონავირუსის შემთხვევები ჩინეთში მცირდება თუმცა, სხვა ქვეყნებში იზრდება

ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი მცირდება. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კორონავირუსის 397 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც, წინა დღესთან შედარებით, გაცილებით მცირე რაოდენობაა (889). 

მართალია, ჩინეთში ვირუსი ისე სწრაფად აღარ ვრცელდება, თუმცა, დაინფიცირებულთა რიცხვი იზრდება სხვა ქვეყნებში. სიტუაცია დამძიმდა სამხრეთ კორეაში, იტალიაში, ირანსა და ლიბანში. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ქვეყნებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ ვირუსის გავრცელების თავიდან არიდების შესაძლებლობები მცირდება.

სამხრეთ კორეაში ვირუსის 346 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. შემთხვევების ნახევარი ერთ-ერთ ეკლესიაში, წირვის დროს გავრცელდა. დაინფიცირებულთა რიცხვი ერთ ღამეში 16-დან 108-მდე გაიზარდა. 

რაც შეეხება ჩინეთს, დაინფიცირებულთა რიცხვი 76 288-ს აღწევს, აქედან 2 345  ლეტალურად დასრულდა. ჰუბეის პროვინციაში სიკვდილის 106 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რომელთაგან 90 ვირუსის გავრცელების ეპიცენტრში, ქალაქ ვუჰანში დაფიქსირდა.

იტალიაში, ქალაქ პადუაში კი, 78 წლის მამაკაცი ახალი ტიპის კორონავირუსით გარდაიცვალა.

ახალი კორონავირუსი ჩინეთის გარდა უკვე 26 ქვეყანაშია გავრცელებული, სადაც ეპიდემიამ 11 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system