თავში

ევროპაში კორონავირუსით გარდაცვალების მეორე შემთხვევა დაფიქსირდა

ევროპაში კორონავირუსით გარდაცვალების მეორე შემთხვევა დაფიქსირდა
ევროპაში კორონავირუსით გარდაცვალების მეორე შემთხვევა დაფიქსირდა

იტალიაში, ქალაქ პადუაში 78 წლის მამაკაცი ახალი ტიპის კორონავირუსით გარდაიცვალა. მამაკაცი საავადმყოფოში მაღალი ტემპერატურით გადაიყვანეს. კორონავირუსის არსებობა ბოლო მომენტამდე ეჭვქვეშ დგებოდა, მაგრამ ბოლოს ჩატარებული ანალიზების თანახმად ვირუსის არსებობა დადასტურდა. ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა Il Corriere della Sera იტყობინება.

ეს ევროპის ტერიტორიაზე კორონავირუსით გარდაცვალების მეორე შემთხვევაა. მანამდე, ახალი ტიპის კორონავირუსით საფრანგეთში 80 წლის ჩინელი ტურისტი დაიღუპა.

ლომბარდიის რეგიონში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 15-ს აღწევს. მთავრობა მოსახლეობას სახლში დარჩენისაკენ მოუწოდებს. რეგიონში გადაიდო მიმდინარე სპორტული ღონისძიებები. იტალიის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის, რობერტო სპერანცას განცხადებით, ეპიდემიის თავიდან აცილების მიზნით სწავლა დროებით შეჩერებულია სკოლებსა და საბავშვო ბაღებში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system