კომიდან გამოსულ ნავალნის ხელები ძალიან უკანკალებს

ალექსეი ნავალნიმ, კომიდან გამოსვლის შემდეგ პირველი ვიდეოინტერვიუ მისცა. პუტინის კრიტიკოსი, რუსული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ცნობილმა რუსმა YouTube ბლოგერმა ჩაწერა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

ინტერვიუ 2 საათზე მეტხანს გრძელდება, სადაც ნავალნი აცხადებს, რომ იგი თავს გაცილებით უკეთ გრძნობს და ექიმები მისი გამოჯანმრთელების ტემპით გაოცებულები არიან. მიუხედავად უკეთესობისა, ნავალნის ხელები ძლიერად უკანკალებს და ფიზიოთერაპიის კურსს გადის. 

შეგახსენებთ, მოსკოვში მიმავალი რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი თვითმფრინავში ცუდად გახდა და ავიალაინერის სასწრაფოდ დაშვება გახდა საჭირო. ნავალნი ომსკის საავადმყოფოში ტოქსიკოლოგიურ განყოფილებაში მოათავსეს, საიდანაც სამკურნალოდ ბერლინის საავადმყოფოში გადაიყვანეს.ერმანიაში ჩატარებულმა სამედიცინო კვლევამ დაადგინა, რომ რუსი ოპოზიციონერი ნერვული აგენტით "ნოვიჩოკით" იყო მოწამლული.