კორონავირუსი გაერო-ს კიდევ 9 თანამშრომელს დაუდასტურდა

გაერო-ს ჟენევის შტაბ-ბინის კიდევ 9 თანამშრომელს ახალი ტიპის კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ორგანიზაციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ალესანდრა ველუჩიმ განაცხადა.

შეგახსენებთ, ამ დრომდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ახალი ტიპის კორონავირუსით
გაერიანებული ერების ორგანიზაციის 78 თანამშრომელი იყო დაინფიცირებული.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ 2 მილიარდი დოლარის ღირებულების, გლობალური ჰუმანიტარული რეაგირების გეგმა შეადგინა, რათა ღარიბ ქვეყნებს კოროვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში დაეხმაროს.