ლიბანში ანტისამთავრობო აქციები მშვიდობიანი ფორმით გრძელდება

ლიბანში ხელისუფლების წინააღმდეგ უპრეცედენტოდ მასშტაბური აქციები მიმდინარეობს. დემონსტრანტები მთავრობას კორუფციული სისტემის მოწყობაში ადანაშაულებენ და გადადგომას სთხოვენ. ხმის გამაძლიერებლებში ჩართულია მუსიკა. აქციის მონაწილეები ცეკვავენ და პატრიოტულ სიმღერებს მღერიან.

საპროტესტო გამოსვლები ოთხი დღის წინ დაიწყო.