მაკრონი ზელენსკისთან და პუტინთან მოლაპარაკებებს გამართავს

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი უახლოეს დღეებში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრის გამართვას გეგმავს. ინფორმაციას BFM-TV ელისეს სასახლეზე დაყრდნობით ავრცელებს.

მოლაპარაკებები რუსეთის ლიდერისა და აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ვირტუალური სამიტის შემდეგ გაიმართება. მთავარი თემა უკრაინაში სამხედრო ესკალაციის თავიდან არიდებაა. 

ცნობისთვის, აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებმა ვიდეოკონფერენციის რეჟიმში მოლაპარაკებები გამართეს.

რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან ვიდეოკონფერენციის ფორმატში შეხვედრის დასრულების შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გერმანიის კანცლერს, ანგელა მერკელს, საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრს, ბორის ჯონსონსა და იტალიის პრემიერ-მინისტრს, მარიო დრაგის მასთან გამართული საუბრის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.