მელინდა გეითსმა განქორწინების შემდეგ $3 მილიარდი მიიღო

ცნობილი მილიარდერისა და ფილანტროპის, Microsoft-ის დამფუძნებლის, ბილ გეითსის მეუღლემ, მელინდა გეითსმა, ბიზნესმენთან განქორწინების შემდეგ 3 მილიარდი აშშ დოლარი მიიღო. ამის შესახებ გამოცემა Bloomberg წერს.

გამოცემის ცნობით, მელინდა გეითსის კომპანიას Deere & Co-ს  ბილ გეითსის კორპორაცია Cascade Investment-დან 3 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის წილი გადაეცა.

კომპანია Deere & Co სასოფლო სამეურნეო ტექნიკას აწარმოებს. 

მელინდა გეითსმა განქორწინების შემდეგ ალიმენტებზე უარი თქვა.

ცნობილი მილიარდერი და ფილანტროპი, Microsoft-ის დამფუძნებელი ბილ გეითსი 27 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ მეუღლეს, მელინდა გეითსს გაშორდა.

გამოცემა The Wall Street Journal წყვილის დაშორების სავარაუდო მიზეზებზე საუბრობს.