თავში

ბილ გეითსის განქორწინება, შესაძლოა, პედოფილ მილიონერთან იყოს კავშირში

ბილ გეითსის განქორწინება, შესაძლოა, პედოფილ მილიონერთან იყოს კავშირში
ბილ გეითსის განქორწინება, შესაძლოა, პედოფილ მილიონერთან იყოს კავშირში

გამოცემა The Wall Street Journal-ის ცნობით, Microsoft-ის დამფუძნებლის, ბილ გეითსის ყოფილმა მეუღლემ, მელინდა გეითსმა განქორწინებისთვის მზადება ჯერ კიდევ ორი წლის წინ დაიწყო.

გავრცელებული ინფორმაციით, მელინდა განქორწინების საკითხს ადვოკატებთან ერთად სულ მცირე 2019 წლიდან განიხილავს. 

გამოცემის ცნობით, წყვილმა განქორწინების მიზეზი არ დააკონკრეტა, თუმცა სანდო წყაროების ინფორმაციით, წყვილს შორის ურთიერთობა ბანკირ ჯეფრი ეპშტეინთან დაკავშირებული შემთხვევის შემდეგ დაიძაბა.

მელინდა გეითსი, მისი მეუღლის  ჯეფრი ეპშტეინთან კავშირის გამო შეშფოთებულ იყო. ამერიკელი მილიარდერი ჯეფრი ეპშტეინი არასრულწლოვანთა ტრეფიკინგისა და პროსტიტუციაში ჩაბმის ბრალდებით 2019 წელს დააკავეს. დაკავებამდე რამდენიმე ხნით ადრე კი იგი ბილ გეითსთან ერთად საქველმოქმედო საქმიანობის დეტალებს განიხილავდა. 

ცნობილი მილიარდერი და ფილანტროპი, Microsoft-ის დამფუძნებელი ბილ გეითსი 27 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ მეუღლეს, მელინდა გეითსს გაშორდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system