მონღოლეთში შავი ჭირის კიდევ ერთი სავარაუდო შემთხვევა დაფიქსირდა

მონღოლეთის დასავლეთ ნაწილში შავი ჭირის კიდევ ერთი სავარაუდო შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ სააგენტო Xinhua ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს.

მისი ცნობით, ინფიცირებულია 15 წლის მოზარდი, რომელმაც ვირზაზუნას ხორცი შეჭამა.

მონღოლეთის ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობას მოუწოდებს, ვირზაზუნას ხორცი არ ჭამონ.

2 ივლისს ცნობილი გახდა, რომ მონღოლეთის დასავლეთ ნაწილში, ორ რაიონში კარანტინი გამოცხადდა მას შემდეგ, რაც აქ შავი ჭირის აფეთქება დაფიქსირდა.

ამასთან, ჩინეთის ერთ-ერთ რეგიონში შავი ჭირის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.