მსოფლიოში კორონავირუსის 354 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში მსოფლიოში კორონავირუსის 354 629 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 7 020 ადამიანი გარდაიცვალა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტატისტიკის მიხედვით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსის 116 521 281 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 2 589 548 ადამიანი გარდაცვალა.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია