მსოფლიოში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობამ 60 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 60 მილიონს გადააჭარბა. 

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე მსოფლიოში კორონავირუსის 60 155 611 შემთხვევა გამოვლინდა,  კორონავირუსით 1 416 853 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 38 455 134 გამოჯანმრთელდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.