მსოფლიოში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობამ 63 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 63 მილიონს გადააჭარბა.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე მსოფლიოში კორონავირუსის 63 089 305 შემთხვევა გამოვლინდა, კორონავირუსით 1 465 067 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 40 337 679 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

შეგახსენებთ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.