ნიდერლანდები გარემოს დაცვის მიზნით სიჩქარეზე შეზღუდვებს აწესებს

ნიდერლანდებში ავტომაგისტრალებზე ტრანსპორტის მაქსიმალური სიჩქარე 130 კმ/სთ-დან 100კმ/სთ-მდე შეიზღუდება. ცვლილების შესახებ განცხადება პრემიერმა გააკეთა. მარკ რიუტეს თქმით, გადაწყვეტილება მთავრობამ აზოტის ოქსიდის გამოფრქვევისა და გარემოს დაბინძურების შემცირების მიზნით მიიღო.

სიჩქარეზე ახალი ლიმიტის დაწესება ნიდერლანდებში უზენაესი სასამართლოს მაისის გადაწყვეტილებას მოჰყვა, სადაც ნათქვამია, რომ ხელისუფლება იმ პროექტებზე ნებართვის გაცემით, რომლებიც გარემოში აზოტის ოქსიდების გამოფრქვევას ხელს უწყობს, ევროკავშირის რეგულაციებს არღვევს. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებამ ნიდერლანდებში არაერთი სამშენებლო პროექტის შეჩერება გამოიწვია, რასაც ფერმერებისა და მშენებლების პროტესტი მოჰყვა.