ნიდერლანდებში კოვიდშეზღუდვები გამკაცრდა

ნიდერლანდებში კორონავიეუსის საწინააღმდეგო რეგულაციები გამკაცრდა. სოციალური დისტანციის დაცვა სავალდებულოა. ინფორმაციას Euronews ავრცელებს.

ქვეყნის ზრდასრული მოსახლეობა ერთმანეთისგან 1.5 მეტრში უნდა იმყოფებოდეს. გამონაკლისი მხოლოდ ერთსა და იმავე მისამართზე მცხოვრებ მოქალაქეებს ეხება.

ცნობისთვის, ნიდერლანდებში, სადაც 3-კვირიანი "ლოქდაუნი" ამოქმედდა, კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელიც სამართალდამცავებსა და მონაწილეებს შორის შეტაკებებში გადაიზარდა.