თავში

ნიდერლანდებსა და ბელგიაში კოვიდშეზღუდვები გააპროტესტეს

​ნიდერლანდებსა და ბელგიაში კოვიდშეზღუდვები გააპროტესტეს
ნიდერლანდებსა და ბელგიაში კოვიდშეზღუდვები გააპროტესტეს

ნიდერლანდებში, სადაც 3-კვირიანი "ლოქდაუნი" ამოქმედდა, კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელიც სამართალდამცავებსა და მონაწილეებს შორის შეტაკებებში გადაიზარდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ლეუვარდენში, გრონინგენში, ენსხედესა და ტილბურგში პოლიციამ აქციის მონაწილეების დასაშლელად ხელკეტები გამოიყენა. გავრცელებული ინფორმაციით, ლეუვარდენში პოლიციის ფურგონებს ქვები დაუშინეს, შავებში ჩაცმული ჯგუფები კი სხვადასხვა ნივთებს წვავდნენ. შეტაკებების დროს 5 სამართალდამცავი დაშავდა, ქვეყნის სამ პროვინციაში კი, მინიმუმ 64 ადამიანი დააკავეს.

ახალი რეგულაციების თანახმად, რესტორნები, ბარები და მაღაზიები 20:00 საათამდე იმუშავებს. სპორტული ღონისძიებები მაყურებლის გარეშე ჩატარდება. სხვადასხვა დახურულ დაწესებულებაში, როგორიცაა, მაგალითად ბარები და რესტორნები, მხოლოდ ვაქცინირებული ან ვირუსისგან გამოჯანმრთელებული პირები დაიშვებიან.

კოვიდშეზღუდვების საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციასთან შეტაკებები ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელშიც მოხდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. რამდენიმე ათეულმა ათასმა ადამიანმა კოვიდპასპორტების შემოღება გააპროტესტა.

დემონსტრანტებმა სამართალდამცველებს ე.წ. ფოიერვერკები ესროლეს, პოლიციამ კი აქციის მონაწილეების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.

ბელგიაში პირბადეების ტარების წესები გამკაცრდა. რესტორნებში შესასვლელად კი კოვიდსაშვის წარდგენაა საჭირო. ამასთან, დეკემბრის შუა რიცხვებამდე ბელგიელების უმეტესობა კვირაში ოთხი დღე დისტანციურად იმუშავებს. ჯანდაცვის მუშაკებისთვის სავალდებულო ვაქცინაცია იგეგმება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system