ნიდერლანდებში უამინდობის გამო მატარებლები გაჩერდა - VIDEO

ნიდერლანდებში ძლიერი ქარისა და წვიმის გამო მატარებლების მოძრაობა შეწყდა. ინფორმაციას NOS ავრცელებს.

ქარმა სახლებს სახურავები გადახადა, დაზიანებულია ავტომობილები და ველოსიპედები.

ჰააგაში ხეები სავალ ნაწილს დაეცა, რის გამოც ტრამვაი არ მუშაობს.

რამდენიმე ქალაქში ავტოსაგზაო შემთხვევები და საცობები დაფიქსირდა.

ცნობისთვის, საფრანგეთის ჩრდილოეთ ნაწილში ძლიერი ქარის გამო 250 ათასი სახლი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.