საუდის არაბეთში სავაჭრო ცენტრებში სიარულს მხოლოდ ვაქცინირებულები შეძლებენ

1 აგვისტოდან საუდის არაბეთში მაღაზიებში, სავაჭრო ცენტრებსა და სხვა მსხვილ სავაჭრო ობიექტებში სიარულს მხოლოდ ისინი შეძლებენ, ვინც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაიტარა. ამის შესახებ სამეფოს ვაჭრობის სამინისტროს პრესმდივანმა, აბდელ რაჰმან ალ-ჰუსეინმა განაცხადა. ინფორმაციას Akhbar Al Saudiya ავრცელებს.

"ისინი, ვინც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია არ ჩაიტარა, დიდ სავაჭრო ობიექტებსა და პროდუქციით ვაჭრობის ობიექტებს ვეღარ ეწვევა. 1 აგვისტოდან შენობაში შესვლის პირობა, სადაც ვაჭრობა მიმდინარეობს, ვაქცინაციის, სულ მცირე, ერთი დოზის მიღება იქნება", - აღნიშნა მან.

შეგახსენებთ, 1 აგვისტოდან საუდის არაბეთის მოსახლეობა კორონავირუსის ვაქცინაციის დამადასტურებელი საბუთის გარეშე სახელმწიფო დაწესებულებებს, ეკონომიკურ, საზოგადოებრივ, კულტურულ და სხვა ღონისძიებებს ვერ ეწვევაამასთან, მომავალი სასწავლო სემესტრიდან სწავლება საუდის არაბეთში საკლასო ოთახებში და აუდიტორიებში აღდგება.