თავში

საუდის არაბეთში ვაქცინაცია სავალდებულო ხდება

​საუდის არაბეთში ვაქცინაცია სავალდებულო ხდება
საუდის არაბეთში ვაქცინაცია სავალდებულო ხდება

1 აგვისტოდან საუდის არაბეთის მოსახლეობა კორონავირუსის ვაქცინაციის დამადასტურებელი საბუთის გარეშე სახელმწიფო დაწესებულებებს, ეკონომიკურ, საზოგადოებრივ, კულტურულ და სხვა ღონისძიებებს ვერ ეწვევა. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

"მიღებულია გადაწყვეტილება სავალდებულო ვაქცინაციის შესახებ 2021 წლის პირველი აგვისტოდან ნებისმიერ სახელმწიფო ან კერძო დაწესებულებაში შესასვლელად, ნებისმიერ კულტურულ, სამეცნიერო, სოციალურ ან გასართობ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობისთვის", - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

ამასთან, მომავალი სასწავლო სემესტრიდან სწავლება საუდის არაბეთში საკლასო ოთახებში და აუდიტორიებში აღდგება.

ამჟამად საუდის არაბეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია აქტიურად მიმდინარეობს. მოსახლეობამ 11,8 დოზა უკვე მიიღო. ჯამში ქვეყნის მოსახლეობის რიცხვი დაახლოებით 34,2 მილიონი ადამიანია.

Worldometers-ის ბოლო მონაცემებით, საუდის არაბეთში COVID-19-ის 435 027 შემთხვევა გამოვლინდა, 7188 პაციენტი გარდაიცვალა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system