ოქსფორდის ლექსიკონმა 2019 წლის სიტყვა აირჩია

ინგლისური ენის ოქსფორდის ლექსიკონმა 2019 წლის სიტყვად climate emergency (საგანგებო კლიმატური სიტუაცია) დაასახელა.

"ეს არის სიტუაცია, რომელიც კლიმატის ცვლილებების შეწყვეტისა ან შეჩერების მიზნით სასწრაფო ქმედებებს მოითხოვს", - განმარტეს სპეციალისტებმა.

7 ნოემბერს კოლინზის ინგლისური ენის განმარტებითმა ლექსიკონმა 2019 წლის სიტყვათშეთანხმებად „climate strike“ (კლიმატური გაფიცვა) დაასახელა.