თავში

ბრიტანულმა ლექსიკონმა წლის სიტყვათშეთანხმება დაასახელა

​ბრიტანულმა ლექსიკონმა წლის სიტყვათშეთანხმება დაასახელა
ბრიტანულმა ლექსიკონმა წლის სიტყვათშეთანხმება დაასახელა

კოლინზის ინგლისური ენის განმარტებითმა ლექსიკონმა 2019 წლის სიტყვათშეთანხმებად „climate strike“ (კლიმატური გაფიცვა) დაასახელა.

გამოცემის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ტერმინი „კლიმატური გაფიცვა“ პირველად საპროტესტო აქციებს უწოდეს, რომლებიც გაერო-ს კლიმატის ცვლილებების კონფერენციის პარალელურად, 2015 წელს პარიზში გაიმართა.

მომდევნო წლებში ეკოაქტივისტები პროტესტის ამ ფორმას სულ უფრო ხშირად მიმართავდნენ. კლიმატური გაფიცვების მზარდ პოპულარობა კი შვედი გრეტა ტუნბერგის აქტივობას უკავშირდება.

2018 წელს კოლინსის ლექსიკონმა წლის სიტყვათშეთანხმებად ტერმინი „single-use“ (ერთჯერადი) დაასახელა. 2017 წელს პირველობა „fake news“ (ყალბი ახალი ამბები) ხვდა წილად.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system