პაკისტანში მატარებელში გაჩენილი ხანძრისას დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

პაკისტანის პენჯაბის პროვინციაში მატარებელში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 75-მდე გაიზარდა.

ბოლო მონაცემებით, დაშავებულია 40 ადამიანი. 11-ის მდგომარეობა კრიტიკულია.

პაკისტანში, აღმოსავლეთ პენჯაბის პროვინციაში, კარაჩიში მიმავალ მატარებელს ცეცხლი გაუჩნდა. ხანძარი გაზის ღუმელის აალებამ გამოიწვია.