Pfizer-ის ვაქცინა ესპანეთში ერთი დღით იგვიანებს

ესპანეთში Pfizer-ის ვაქცინის ახალი პარტიის მიღება ერთი დღით, სამშაბათამდე გადავადდა. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ კომპანია Pfizer-ის ქარხანა მიწოდების შეფერხების მიზეზად დატვირთვისა და ვაქცინის გაგზავნის პრობლემებს ასახელებს. ხარვეზები მთლიანად აღმოფხვრილია, ამიტომ ესპატეთი ვაქცინას 29 დეკემბერს მიიღეს.

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის კამპანია ევროკავშირში 27 დეკემბერს დაიწყო. ქვეყნები კომპანიების Pfizer და BioNTech ვაქცინებს იყენებენ.

ესპანეთში ვაქცინა პირველმაგვადალახარას მოხუცთა თავშესაფრის ბინადარმა, 96 წლის ქალბატონმა მიიღო.