პირველად შვედეთის ისტორიაში, პრემიერ-მინისტრად ქალი აირჩიეს

შვედეთის პარლამენტმა მთავრობის მეთაურად სოციალ-დემოკრატების ლიდერი მაგდალენა ანდერსონი აირჩია. ის ქვეყნის ისტორიაში პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი გახდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ანდერსონის კანდიდატურას მხარი 174-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი 117-იყო, 57-მა დეპუტატმა თავი შეიკავა, ერთი დეპუტატი სხდომას არ დაესწო.

2014 წელს ანდერსონმა შვედეთის ფინანსთა მინისტრის თანამდებობა დაიკავა და პირველი ქალი გახდა, რომელმაც მთავრობაშ ეს პოსტი ჩაიბარა.

ცნობისთვის, შვედეთის პრემიერ-მინისტრმა, სტეფან ლევენმა თანამდებობა ივნისს დატოვა. 

მანამდე, 21 ივნისს პირველად ისტორიაში, შვედეთის პარლამენტმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, სტეფან ლევენს უნდობლობა გამოუცხადა. მანამდე შვედეთის "მემარცხენე პარტიამ" გამოაცხადა, რომ მან დაკარგა ნდობა მთავრობის მიმართ იჯარის ბაზართან დაკავშირებული ცვლილებების გამო და უნდობლობის გამოცხადებას შეეცდებოდა.