პუტინმა პრემიერის პოსტზე დუმას მიხეილ მიშუსტინი წარუდგინა

რუსეთის პრეზიდენტმა პრემიერის პოსტზე დუმას მიხეილ მიშუსტინი წარუდგინა. მას აქამდე რუსეთის ფედერალური საგადასახადო სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობა ეკავა. 

"ვლადიმერ პუტინმა მიხეილ მიშუსტინთან სამუშაო შეხვედრა გამართა და მას პრემიერ-მინისტრის თანამდებობა შესთავაზა. მისგან თანხმობის მიღების შემდეგ, პრეზიდენტმა მისი კანდიდატურა სახელმწიფო დუმას წარუდგინა,"- განაცხადეს რუსეთის პრეზიდენტის პრესსამსახურში.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის მთავრობა სრული შემადგენლობით გადადგა.