თავში

რუსეთის მთავრობა გადადგა - განახლებულია

რუსეთის მთავრობა გადადგა
რუსეთის მთავრობა გადადგა  - განახლებულია

რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, დიმიტრი მედვედევმა, ფედერაციული კრების წინაშე პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის გამოსვლის შემდეგ, მთავრობის სრული შემადგენლობით გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა.

ვლადიმერ პუტინი კონსტიტუციაში ცვლილების ინიციატივით გამოვიდა, რამაც მინისტრთა კაბინეტის გადადგომა გამოიწვია.

ჩვენ, როგორც რუსეთის ფედერაციის მთავრობამ, პრეზიდენტს ყველანაირი შესაძლებლობა უნდა მივცეთ, რომ ქვეყნისთვის აუცილებელი გადაწყვეტილებები მიიღოს. შესაბამისად, მიმაჩნია, რომ სწორი იქნებოდა, მთავრობის სრული შემადგენლობით გადადგომა“, - განაცხადა მედვედევმა.

ახლა უკვე ექს-პრემიერ მედვედევს ვლადიმერ პუტინმა უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტი შესთავაზა. ახალი მთავრობის ფორმირებამდე მედვედევი პრემიერის  მოვალეობას შეასრულებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system