თავში

პუტინი პარლამენტისთვის პრეზიდენტის უფლებამოსილების ნაწილის გადაცემას სთავაზობს

​პუტინი პარლამენტისთვის პრეზიდენტის უფლებამოსილების ნაწილის გადაცემას
პუტინი პარლამენტისთვის პრეზიდენტის უფლებამოსილების ნაწილის გადაცემას სთავაზობს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ფედერალური კრების წინაშე სიტყვით გამოსვლის დროს სახელმწიფო დუმისთვის პრემიერ-მინისტრის კანდიდატურის დამტკიცების უფლების გადაცემის ინიციატივით გამოვიდა.

პუტინმა ასევე პარლამენტს ყველა ვიცე-პრემიერისა და ფედერალური მინისტრის დამტკიცება შესთავაზა.

ამ შემთხვევაში პრეზიდენტს, რომელიც ამჟამად მთავრობის შემადგენლობას ამტკიცებს, პარლამენტის მიერ შერჩეული კანდიდატურის უარყოფის უფლება აღარ ექნება.

ამავდროულად, პუტინმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტს პრემიერის, მისი მოადგილეებისა და მინისტრების გადაყენების უფლება უნდა ჰქონდეს, იმ შემთხვევაში, თუ ისინი ნდობას დაკარგავენ, ან მოვალეობას ჯეროვნად არ შეასრულებენ.

გარდა ამისა, მისი თქმით, პრეზიდენტს შეიარაღებული ძალებისა და ძალოვანი სტუქტურების ხელმძღვანელობის უფლება უნდა დაუტოვონ.

ვლადიმერ პუტინის თქმით, ერთმა და იმავე პირმა რუსეთის პრეზიდენტის თანამდებობა ზედზედ ორ ვადაზე მეტად არ უნდა დაიკავოს. მან ასევე აღნიშნა, რომ პრეზიდენტობის მსურველებისთვის მთელი რიგი მოთხოვნები უნდა დაწესდეს, მათ შორის ის, რომ ისინი რუსეთში მინიმუმ 25 წლის მანძილზე უნდა ცხოვრობდნენ და არ ჰქონდეთ სხვა ქვეყნის მოქალაქეობა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system