რუსეთის პრემიერი საავადმყოფოდან გაწერეს

რუსეთის პრემიერ-მინისტრი, მიხეილ მიშუსტინი, რომელსაც COVID-19 ჰქონდა, საავადმყოფოდან გაწერეს. მან მკურნალობის კურსი დაასრულა და მუშაობას შეუდგა. ამის შესახებ ჟურნალისტებს მისმა პრესმდივანმა განუცხადა.

"დილიდან მან კოლეგებთან ვიდეოკონფერენციის რეჟიმში სამუშაო თათბირი გამართა. ემზადება პრეზიდენტთან თათბირისთვის", - აღნიშნა პრესმდივანმა. 

კორონავირუსი რუსეთის პრემიერ-მინისტრს, მიხაილ მიშუსტინს 30 აპრილს დაუდასტურდა.