რუსეთში ჩინეთის მოქალაქეებს შესვლა შეეზღუდებათ

20 თებერვლიდან რუსეთში ჩინეთის მოქალაქეებს შესვლა შეეზღუდებათ. როგორც რუსული მედია წერს, მიზეზი ახალი კორონავირუსის გავრცელების თავიდან არიდებაა. შესაბამის განკარგულებას რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრმა, მიხაილ მიშუსტინმა ხელი უკვე მოაწერა.

ბოლო მონაცემებით, ჩინეთში ახალი კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა 1868-ს მიაღწია. დაინფიცირებულია 72 ათასზე მეტი ადამიანი.