სააპელაციო სასამართლომ ტრამპის საჩივარი არ დააკმაყოფილა

აშშ-ის ფედერალურმა სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის საჩივარი, რომელიც ახლად არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად დამტკიცების გაუქმებას ითხოვდა.

სააპელაციო სასამართლომ დაადასტურა ფედერალური მოსამართლის გადაწყვეტილება, რომელმაც არ დააკმაყოფილა დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის მოთხოვნა.

შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს და ბაიდენის გამარჯვებას არ აღიარებს. როგორც მან სოციალურ ქსელტვიტერში“ დაწერა, ჯო ბაიდენი თეთრ სახლში შესვლას იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ დაამტკიცებს, რომ 80 მილიონი ხმა უკანონო გზით არ იყო მოპოვებული.