საავადმყოფოდან ბენქსის ნახატის მოპარვა სცადეს - PHOTO

დაუდგენელმა პირმა ბენსქსის ნახატის მოპარვა სცადა, რომელიც დიდ ბრიტანეთში, საუთჰემპტონის ჰოსპიტალის კედელზე მდებარეობს.

ნახატი მედიკოსებს ეძღვნება, რომლებიც COVID-19-ს ებრძვიან. ის ჰოსპიტალის კედელზე მაისში გაჩნდა.

მოგვიანებით საავადმყოფოს დაცვამ მამაკაცი შენიშნა, რომელიც სამშენებლო იარაღით კედელთან იმყოფებოდა. დაცვამ მას გაფრთხილება მისცა და შენობიდან გაიყვანა.

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახური აცხადებს, რომ ახალი კორონავირუსით გამოწვეული შეზღუდვების მოხსნის შემდეგ ნახატს აუქციონზე გაყიდის. შემოსული თანხა NHS საქველმოქმედო ორგანიზაციებში გადაირიცხება.