საბერძნეთში მიწისძვრის შედეგად დაშავებულთა რიცხვი გაიზარდა

საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე მიწისძვრის შედეგად 20 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.

მიწისძვრის ეპიცენტრის სიახლოვეს, რომელიც დედაქალაქ ჰერაკლიონიდან 78 კილომეტრში მდებარეობდა, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

მიწისქვეშა ბიძგების შედეგად დაზიანდა სახლები და ეკლესიები, დაფიქსირდა მეწყერი.

ცნობისთვის, საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე, 27 სექტემბრის დილით, მიწისძვრა მოხდა. მაგნიტუდამ 5,8 შეადგინა.

ადგილობრივი მედია წერს, რომ მიწისძვრის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა.