საფრანგეთში კორონავირუსით ექიმი გარდაიცვალა

საფრანგეთში ახალი ტიპის კორონავირუსით პირველი სამედიცინო მუშაკი გარდაიცვალა.  ამის შესახებ სააგენტო "ფრანს-პრესი" იუწყება.

საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრის, ოლივიე ვერანის განცხადებით, გარდაცვლილი კომპემიგენის რეგიონის სასწრაფო დახმარების ექიმი იყო, რომელსაც COVID-19 რამდენიმე დღის წინ დაუდასტურდა. 

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, საფრანგეთში კორონავირუსით 562 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ინფიცირებულთა რაოდენობა 14 549-ს აღწევს, მათ შორის, 1 525 პაციენტის მდომარეობა კრიტიკულია.