თავში

21 მარტი: COVID-19-ის ახალი შემთხვევები მსოფლიოში - განახლებულია

21 მარტი: COVID-19-ის ახალი შემთხვევები მსოფლიოში - განახლებულია
21 მარტი: COVID-19-ის ახალი შემთხვევები მსოფლიოში - განახლებულია

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ჯამში 297,090-ს შეადგენს. სულ COVID-19-ს 12,755 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 91,540 განიკურნა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში ახალი ტიპის კორონავირუსით ირანში 123 ადამიანი გარდაიცვალა, რაც წინა დღეების მაჩვენებელზე გაცილებით ნაკლებია. 

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 5018-მდე გაიზარდა, 233 ადამიანი გარდაიცვალა.

უკრაინაში ინფიცირებულთა რიცხვი 48-მდე გაიზარდა.

საფრანგეთში კორონავირუსის 14 459 შემთხვევა დადასტურდა, 562 გარდაიცვალა. 

ალჟირში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 39-მდე გაიზარდა. აქედან 15 გარდაიცვალა. 

იტალიაში, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 6,557 , ხოლო გარდაცვალების 793 შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო მონაცემებით, 53,578 ადამიანია ინფიცირებული, ხოლო 4,825 გარდაცვლილი.

საბერძნეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა. ქვეყანაში ინფიცირების 530 შემთხვევაა დაფიქსირებული.

უნგრეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 103-მდე გაიზარდა, 4 ადამიანია გარდაიცვალა. 

ნიდერლანდებში ინფიცირებულთა რიცხვი 3631-მდე გაიზარდა, 136 ადამიანი გარდაიცვალა. 

ლიბანში ინფიცირებულთა რიცხვი 206-მდე გაიზარდა.

უზბეკეთში კორონავირუსით ამ დროისთვის 41 ადამიანია ინფიცირებული.

აზერბაიჯანში ინფიცირებულთა რიცხვი 53-მდე გაიზარდა.

რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 306-მდე გაიზარდა.

ბელარუსში ინფიცირებულთა რიცხვი 76-მდე გაიზარდა. 

ფინეთში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი ფაქტი დაფიქსირდა. ქვეყანაში 521 ადამიანია ინფიცირებული.

რუმინეთში ინფიცირებულთა რიცხვი 367-მდე გაიზარდა.

ყირგიზეთში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა დადასტურდა. ჯამში ინფიცირებულთა რიცხვი 14-მდე გაიზარდა.

შვეიცარიაში ინფიცირებულთა რიცხვი 6113-მდე გაიზარდა. 56 ადამიანი გარდაიცვალა.

იაპონიაში ამ დროისთვის უკვე 1750 ადამიანია ინფიცირებული. 43 გარდაიცვალა.

მავრიკიში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი ფაქტი დაფიქსირდა. ქვეყანაში 14 ადამიანია ინფიცირებული.

ანგოლაში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ორი შემთხვევა დაფიქსირდა. 

პორტუგალიაში ინფიცირებულია 1 280, ხოლო გარდაცვლილთა რიცხვი 9-მდე გაიზარდა. 

ესპანეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 24 926-მდე გაიზარდა. 1612 გარდაიცვალა. 

ბელგიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 2815-მდე გაიზარდა. 67 ადამიანი გარდაიცვალა. 

ესტონეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 306-მდე გაიზარდა.

ჩინეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, ინფიცირების მხოლოდ 41 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რითაც ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 81 008-მდე გაიზარდა. გარდაცვლილია 3 255 ადამიანი.

იტალიაში, ბოლო მონაცემებით, 47 021 პირია ინფიცირებული, ხოლო დაავადებამ 4 032 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

გერმანიაში სულ ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 20,099-მდე გაიზარდა. გარდაცვლილია 70 ადამიანი.

აშშ-ში გასული დღის განმავლობაში კოროანვირუსით კიდევ 391 პირი დაინფიცირდა, რითაც ინფიცირებულთა რაოდენობა 19 774-მდე გაიზარდა. დაავადებას 275 ადამიანი ემსხვერპლა.

ირანში, ოფიციალური მონაცემებით, გასული დღის განმავლობაში ინფიცირების 966 , ხოლო გარდაცვალების 123 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ჯამში COVID-19-ით 20,610 პირია ინფიცირებული. დაავადებას 1,556 ადამიანი ემსხვერპლა.

საფრანგეთში კორონავირუსით 12 612 პირია ინფიცირებული, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობა 450-ს აღწევს.

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსს 177 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო ინფიცირებულთა რაოდენობამ 3 983 შეადგინა.

ავსტრიაში 2,695 პირია ინფიცირებული, ხოლო 7 - გარდაცვლილი.

ნორგვეგიაში კორონავირუსით 1,995 პირია ინფიცირებული, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობა 7-ს აღწევს.

შვედეთში 1,657 პირია ინფიცირებული, ხოლო 16 გარდაცვლილი.

მალაიზიაში ინფიცირებულთა რაოდენობა 1,183-მდე გაიზარდა, გარდაცვლილია 4 ადამიანი.

ინდოეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 258-მდე გაიზარდა.

ისრაელში ინფიცირებულთა რაოდენობა 883-ს აღწევს, გარდაცვლილია 1.

პოლონეთში კორონავირუსს 5 ადამიანი ემსხვერპლა, ინფიცირებულია 439

სომხეთში ინფიცირებულთა რიცხვი 160-მდე გაიზარდა.

ტაილანდში, ამ დროისთვის, 411 ადამიანია ინფიცირებული.

მექსიკაში, ამ დროისთვის, 203 ადამიანია ინფიცირებული.

სამხრეთ კორეაში ინფიცირებულთა რიცხვი 8 799-მდე გაიზრდა. 102 გარდაიცვალა.

პარაგვაიში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი ფაქტი დაფიქსირდა. ქვეყანაში ინფიცირების 18 შემთხვევა დადასტურდა.

თურქეთში კორონავირუსით 9 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო ინფიცირებულთა რაოდენობა 670-ს აღწევს.

საბერძნეთში ინფიცირებულია 495, ხოლო გარდაცვლილია 10 ადამიანი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system