საფრანგეთის ქიმიურ საწარმოში ხანძრის ჩაქრობის პროცესი გრძელდება

საფრანგეთში, ქალაქ რუანთან ახლოს, ქიმიურ საწარმო Lubrizol-ში ხანძარი ლოკალიზებულია, თუმცა მისი ბოლომდე ჩაქრობა, ამ დრომდე ვერ მოხერხდა. ადგილზე 200 მეხანძრე და 200 სახანძრო მანქანა მუშაობს.

ქიმიურ საწარმოში ხანძარი ღამით 2.40-ზე გაჩნდა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ უსაფრთხოების მიზნით, სენას მარჯვენა სანაპიროზე, ქალაქ რუანსა და კიდევ 12 დასახლებაში სკოლები დახურა. საწარმოს გარშემო 500 მეტრის რადიუსში აკრძალულია გადაადგილება. გადაკეტილია ქუჩები და გზები. მოსახლეობას სიფრთხილის გამოჩენას და სახლში დარჩენისკენ მოუწოდებენ.