თავში

საფრანგეთში, ქიმიურ ქარხანაში ხანძრის გამო, სკოლები დახურეს

საფრანგეთში, ქიმიურ ქარხანაში ხანძრის გამო, სკოლები დახურეს
საფრანგეთში, ქიმიურ ქარხანაში ხანძრის გამო, სკოლები დახურეს

საფრანგეთის ხელისუფლებამ, ქიმიურ საწარმო Lubrizo-ში მომხდარი მასშტაბური ხანძრის გამო, ქალაქ რუანის არეალში მოქმედი სკოლები დროებით დახურა.

ხანძარი ღამით 2.40-ზე გაჩნდა. ადგილზე 130 მეხანძრე მუშაობს. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, მსხვერპლი არ არის. უსაფრთხოების მიზნით, საწარმოს გარშემო 500 მეტრის რადიუსში გადაადგილება აკრძალულია. უსაფრთხოების ზონაში ქუჩები და გზებია გადაკეტილი.

Lubrizo სატრანსპორტო, სამრეწველო და სამომხმარებლო ბაზარს ქიმიკატებით ამარაგებს და SEVESO კატეგორიას ეკუთვნის. ეს კი იმას ნიშნავს, რომ, პოტენციურად სახიფათო ნედლეულის წარმოების გამო, ის ხელისუფლების განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშაა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system