სერიალს "გვირგვინი" მე-6 სეზონი ექნება

პოპულარული სატელევიზიო სერიალის, "გვირგვინის" შემქმნელებმა განაცხადეს, რომ მას მე-6, ფინალური სეზონი ექნება.

"როდესაც ჩვენ მე-5 სეზონისთვის სიუჟეტურ ხაზებს განვიხილავდით, მივხვდით, რომ ისტორიების სიმდიდრისა და სირთულისთვის მე-6 სეზონი დაგვჭირდება", - ამბობს სერიალის პროდიუსერი პიტერ მორგანი.

მისი თქმით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე-6 სეზონში სამეფო ოჯახის თანამედროვე ცხოვრება იქნება ნაჩვენები.

"ეს უბრალოდ იმავე პერიოდის უფრო დეტალურად აღწერის საშუალებას მოგვცემს", - განაცხადა მან.

თებერვალში ცნობილი გახდა, რომ "გვირგვინის" მეხუთე სეზონში ელისაბედ II-ის როლს იმელდა სტაუნტონი შეასრულებს.

მსახიობი ჯილიან ანდერსონი ბრიტანელი პრემიერ-მინისტრის, მარგარეტ ტეტჩერის როლს ასრულებს.

"გვირგვინი" გაგრძელება ელისაბედ II- ის მეფობის პერიოდზე, 1964 წლიდან 1976 წლამდე მოგვითხრობს.